logo
ENG



"ვის გაუგია მამა შვილთან ნახევრად შიშველი იწვეს" - კაცი 2 შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

18 დეკ 202120:48
3 წუთის საკითხავი
 

40 წლის კაცი, 10 და 12 წლის შვილებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მამა რომ შვილებზე, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა, დედას ბავშვებმა უთხრეს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კაცი წარსულში ტელეფონების ქურდობისთვის არის ნასამართლები. არასრულწლოვანი გოგოები წლების განმავლობაში ბაბუასთან, დაკავებულის მამასთან ცხოვრობდნენ. 

ამასთან, ბავშვების დედის ოჯახი შაბათის ფორმულას უყვება, რომ არასრულწლოვნების ნახვის და თავისთან წამყვანის საშუალებას, დედას მამამთილი არ აძლევდა.

"ვის გაუგია შვილი მამასთან ლიფით და ტრუსით იწვეს და მამაც წელს ზევით შიშველი შვილთან, ერთ საწოლში... მამამთილმა დაიტოვა ბავშვები, არ გაგატანო, თუ მოხვალ აქ და ბავშვებს წაიყვან მოგკლავო. იქ იზრდებოდნენ ბავშვები, მერე ერთი აქ იზრდებოდა, მაგრამ წაიყვანეს და აღარ დაგვიბრუნეს. ჩვენ გავატანეთ იმიტომ, რომ თავის დიდ დას უნდოდა რომ ჰყოლოდა გვერდში. გვეგონა, რომ დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ არ დაგვიბრუნეს, მოტყუებით წაიყვანეს", - ამბობს ბავშვების ბებო. 

საპატიმროს დატოვების შემდეგ, მამამ შვილები მათი სოფლიდან თბილისში, ნაქირავებ ბინაში ჩამოიყვანა. ბავშვები ოჯახთან ჰყვებიან, რომ ძალადობამ სისტემატური სახე სწორედ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მიიღო. ბინის მეპატრონეც და მეზობლებიც ამბობენ, რომ არაფერი იცოდნენ.

საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული - 25 წლის ბიჭია, რომელიც 12 წლის გოგოს სექსუალურ ძალადობაზე მის მამასთან ერთად დააკავეს.

"ჩემი სიძე აბრალებს ბავშვის შეყვარებულს, მაგრამ ბავშვები ამბობენ, რომ მაგის ჩადენილია ყველაფერი ანუ მამის. იმ ბიჭს არ ადებენ ხელს. შეყვარებულს მე არა ვიცნობ, შეყვარებულს უფრო ჩემი გოგო ცნობდა, ეჩხუბებოდა კიდევაც. ის ბიჭი იყო 25 წლამდე, ჩემი შვილიშვილი 12 წლის ბავშვია", - აღნიშნავს ბებია. 

სოციალურმა მუშაკებმა ძალადობის მსხვერპლ ბავშვების დედას განუცხადეს, რომ 6 თვის შემდეგ, შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში, ბავშვებს დედას დაუბრუნებენ, თუმცა მანამდე არასრულწლოვნები თავშესაფარში გადაიყვანეს და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. გაუპატიურების მუხლით დაკავებულ ბავშვების მამას 11-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 


close დახურვა